← მთავარი

SPORTGEN · ცნობარი

როგორ გამოვიყენოთ

იპოვე მოთამაშეები და კლუბები, დაათვალიერე ტურნირები და დაუკავშირდი SportGen-ის გუნდს.

აირჩიე ასაკობრივი კატეგორია

მთავარი გვერდის რეიტინგების სექციაში გამოიყენე ასაკობრივი ღილაკები ან „სხვა ასაკი“ მენიუ. ღილაკებზე ის ასაკებია, რომლებშიც მონაცემები უკვე არის; მენიუში დანარჩენი U6–U21 კატეგორიებია, ცარიელი კი მკრთალად ჩანს. არჩევისას იცვლება შესაბამისი მოთამაშეებისა და კლუბების სია.

იპოვე მოთამაშე ან კლუბი

გახსენი მოთამაშეები ან კლუბები, გამოიყენე გვერდზე არსებული ფილტრები და ძიება. ბარათზე დაჭერით გადახვალ პროფილზე. საერთო ძიება ხელმისაწვდომია ძიების გვერდზეც.

დაათვალიერე ლიდერბორდი

ლიდერბორდზე აირჩიე მოთამაშეების საერთო რეიტინგი, გოლები ან ასისტები და ხელმისაწვდომი ასაკობრივი ჯგუფი. მოდული სატესტო რეჟიმშია; მონაცემები ოფიციალურ რეიტინგად არ გამოიყენო.

მოძებნე ტურნირი

ტურნირების გვერდზე გამოიყენე სპორტის, ასაკის და სხვა ხელმისაწვდომი ფილტრები. ტურნირის ბარათი ხსნის დეტალებს, მონაწილეებსა და განრიგს. რეგისტრაციის ბმული გადაგიყვანს SportGen Arena-ში. მოდული სატესტო რეჟიმშია — მონაწილეობამდე ინფორმაცია ორგანიზატორთან გადაამოწმე.

შეცვალე ენა

ენის გადამრთველი ფუტერში ან მობილურ მენიუში იმავე გვერდს მეორე ენაზე გახსნის. ენა მისამართშია (/ka ან /en), ამიტომ გაზიარებული ბმული იმავე ენაზე გაიხსნება. მოთამაშეებისა და კლუბების სახელები ჯერ ქართულადაა.

მოგვწერე

კონტაქტის გვერდზე შეგიძლია დარეკო, პირდაპირ მოგვწერო ან შეავსო ფორმა. ღილაკი „წერილის მომზადება“ გახსნის ელფოსტის პროგრამას; გაგზავნა იქ უნდა დაასრულო. თუ პროგრამა არ გაიხსნა, დააკოპირე ტექსტი და გამოგვიგზავნე კომპანიის ელფოსტაზე.

დაგვიკავშირდი

კითხვებისთვის ან ინფორმაციის შესასწორებლად მოგვწერე llcsportgen@gmail.com-ზე ან დაგვირეკე +995 577 03 38 19.